თეგი: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატი: 2021 წელს საქართველოში 1 241,8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით მეტია. "2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.0 პროცენტი შეადგინა. 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი არიან. „ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 465.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 37.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 185.9 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 133.3 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.  

საქსტატი: მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.05%-ით გაიზარდა

"მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05%-ით გაიზარდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.6%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.0 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.  

პირველ კვარტალში საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში გაცემულია 1.5 პროცენტით ნაკლები, 2 195 ნებართვა 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტია. "ნებართვების 74.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 49.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1 პროცენტი იმერეთის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებულ ფართებს, საქსტატის ცნობით, იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში იყო მიღებული 539.5 ათასი კვ.მ ფართობი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 პროცენტით ნაკლებია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 24.8 პროცენტით 689-მდე გაიზარდა. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ასევე ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 28.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 17.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.